ბიზნეს დაჯილდოება -  „პასუხისმგებლიანი ბიზნესი  2022“-ის გამარჯვებული კომპანიები დასახელდა

0 დეკემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ბიზნეს დაჯილდოება „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის გამარჯვებული კომპანიები დასახელდა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის პრიზი ერგო კომპანია - შპს ფინ ექს კორპორეიშენს, მეორე ადგილი კომპანია სანატორიუმ კოლხიდას, ხოლო მესამე ადგილზე კომპანია შპს საფკო დასახელდა.

დაჯილდოების ცერემონიალი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ჯილდო გადაეცა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულის წინაშე, რაც გულისხმობს როგორც დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებას, ასევე ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას. გამარჯვებულის გამოვლენისას შეფასებული იყო ორგანიზაციის ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საქართველოში დღესაც მოქმედებს 1999 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა - თვეში 20 ლარი. არადა თითქმის ყველა განვითრებულ სახელმწიფოში მინიმალური ხელფასის საკითხი დარეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე. დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში მოქმედებს კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, ასევე აშშ-ში, კანადაში და ა.შ. მეტიც, მინიმალური ხელფასი დადგენილია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი თვეში 176 დოლარია, ხოლო სომხეთში - 169 დოლარი.

ოპრგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ვითხოვთ ღირსეულ შრომის ანაზღაურებას - მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს“.

აღნიშნული ბიზნეს დაჯილდოება, სწორედ ამ პრეოქტის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ბიზნესს სუბიექტების წახალისებას, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული და მაღალი პასუხისმგებლობით დასაქმებულების წინაშე და ამასთან მხარს უჭერენ სახელმწიფო დონეზე მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვას.