ევროპა თურქულ ციტრუსზე ფიტოსანიტარულ კონტროლს ამკაცრებს - რა რაოდენობით პროდუქტს ყიდულობს საქართველო

ევროკომისიამ ევროკავშირში იმპორტირებულ თურქულ ლიმონსა და გრეიფრუტზე პესტიციდების გამკაცრების შესახებ კანონი გაამკაცრა. ამიერიდან, ყოველი ათი სატვირთო მანქანა თურქეთიდან შემოსული ამ პროდუქციით პესტიციდებზე ტესტირებას გაივლის.

როგორც agroexpert.md წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანურმა ასოციაციამ Ailimpo-მ, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მასში ნათქვამია, რომ ამ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა პესტიციდების შემცველი თურქული საქონლის გადაზიდვის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ნორმა აღემატება ევროკავშირის მიერ რეგულაციებით დადგენილ ოფიციალურ ლიმიტს.

ამან გამოიწვია ცვლილებები ევროკავშირის რეგულაციაში 2019/1793, გაზარდა კონტროლის პროცენტი 10%-დან 30%-მდე გრეიფრუტისთვის და 20%-დან 30%-მდე ლიმონისთვის. ცვლილება იანვრის დასაწყისიდან ამოქმედდება და ძალაში ექვსი თვის განმავლობაში იქნება.

საქართველოში ლიმონისა და გრეიფრუტის მთავარი იმპორტიორი სწორედ თურქეთია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 209 ტონა ლიმონი (2,436 მლნ დოლარის ღირებულების) საიდანაც თითქმის 90%, ანუ 4 681 ტონა თურქეთიდან შემოვიდა.

იმპორტირებულ გრეიფრუტში კი თურქეთი წილის 81,5%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, წელს 10 თვეში საქართველომ მსოფლიოს 7 ქვეყანაში 2 297 ტონა გრეიფრუტი იყიდა (948,4 ათასი დოლარის ღირებულების), საიდანაც 1 872 ტონა თურქეთზე მოდის.

ეკა დარჩიაშვილი