ალაგის ლოგისტიკური რჩევები

გადაზიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ალაგი ლოგისტიკსი, ქართველ სტარტაპერებს, რომელთაც ლოგისტიკური მომსახურეობა ესაჭიროებათ, მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.

საგულისხმო რჩევების ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ:

  1. საახალწლოდ, სახმელეთო თუ საჰაერო გადაზიდვების დაგეგმვა, მინიმუმ ნოემბერში უნდა დაიწყოთ, რადგანაც დეკემბერში მოთხოვნაც და ფასებიც საგრძნობლად გაზრდილია. ამასთანავე, სახმელეთო გადაზიდვებისას, სატვირთო მანქანების მძღოლები, საახალწლოდ გარკვეული პერიოდით ისვენებენ.
  2. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთიდან კონტეინერების ტრანსპორტირების საფასური დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, რაც სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტირების ფასებზეც აისახა და საგრძნობლად ტარიფი გაიაფდა.
  3. იმპორტ/ექსპორტის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ე.წ. ჩინური ახალი წლის შემდეგ, მომსახურეობაზე და პროდუქციაზეც ფასები იცვლება როგორც ჩინეთში, ისე მსოფლიო ბაზარზეც, რადგანაც აღნიშნული ცვლილებები ირიბად, ყოველთვის ვრცელდება ყველა ქვეყანაზე.
  4. პანდემიის გამო, ჩინეთში ზოგიერთი პროვინციაში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები და რეგულაციები, რის გამოც მრავალი საწარმო დაკეტილია. შესაბამისად, მწარმოებლები ვერ ასრულებენ შეკვეთებს.
  5. შეკვეთამდე, არ დაკმაყოფილდეთ გადამზიდავ კომპანიასთან მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციით, შეხვდით და მეტი გაიგეთ გუნდისა და გამოცდილების შესახებ.
  6. აუცილებელია საკუთარი მარაგების მონიტორინგი და პრევენციული ნაბიჯები, ბიზნესის სტაბილურობისათვის, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, იძულებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად.
  7. შესაძლებლობების ფარგლებში ისარგებლეთ ტვირთების დაზღვევით.
  8. გადამზიდავის შერჩევისას, არასოდეს იხელმძღვანელოთ მხოლოდ დაბალი ტარიფებით, დაბალი ტარიფი არ გულისხმობს არც მაღალი დონის მომსახურებას და არც რისკების შემცირებას.
  9. მოითხოვეთ მუდმივი ინფორმაცია თქვენი ტვირთების ტრანსპორტირების პროცესის ყოველ ეტაპზე.
  10. ისარგებლეთ გადაზიდვების სრული პაკეტით, რაც მოიცავს როგორც საბროკერო მომსახურეობას, შიდა გადაზიდვას. ასე თქვენ დაზოგავთ დროს, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ნაცვლად რამდენიმე ათეული ლარისა.
  11. კონსიგნაციით სარგებლობის შემთხვევაში, უმჯობესია გადახდის ამ ფორმის შესახებ გადამზიდავ კომპანიას წინასწარ აცნობოთ და არა ტვირთის გატანისას პოსტ-ფაქტუმ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
  12. გაითვალისწინეთ, რომ ერთ კომპანიაზე გამოგზავნილი ტვირთის დოკუმენტაციის გზაში სხვა კომპანიის დოკუმენტაციით ჩანაცვლება იწვევს გართულებებს და დაბრკოლებებს. შეეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ და ჩაანაცვლოთ კომპანიის ერთი კომპანია, სხვა ბიზნეს სუბიექტით, რადგანაც აღნიშნული პროცესი ასევე იწვევს გართულებებს და ზრდის ტარიფს.
  13. არ დაკმაყოფილდეთ გადამზიდავთან მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით და შეკვეთის დადასტურებით. ყოველთვის მიმართეთ წერილობით, ციფრულ, ან ელექტრონულ ფორმას, რასაც იურიდიული ძალა ენიჭება, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებთ.
  14. დროული დაანგარიშებისათვის და ოპტიმალური ტრანსპორტისა თუ მარშრუტის შესარჩევად, აჯობებს, გადამზიდავს ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად მიაწოდოთ, მაგალითად: როდის იქნება ტვირთი ტრანსპორტირებისთვის მზად, ზომები და გაბარიტები, ესადაგება თუ არა ტვირთების სახეობები ერთმანეთს და ა. შ...
  15. ყოველთვის ზუსტად განსაზღვრეთ მიწოდების ვადები, ამავდროულად დაიტოვეთ რამდენიმე დღე ლავირებისათვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის. რადგანაც, ლოგისტიკაში მცირე, მაგრამ გარკვეული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რამაც შესაძლოა თქვენს ბიზნესსა თუ გეგმებზე გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს.
  16. წინასწარ შეათანხმეთ განბაჟების ადგილი, როგორც მწარმოებელთან ისე გადამზიდავთან, რადგანაც, გარკვეულ შემთხვევებში, მწარმოებლები, ტვირთის ნებისმიერ საბაჟო ტერმინალით ტრანსპორტირებაზე არ თანხმდებიან. ამასთანავე, აღნიშნული გართულებები აუცილებლად აისახება ტრანსპორტირების ფასსა და დროზე.
  17. თურქეთიდან ტრანსპორტირებისას, ვიდრე გადამზიდავს მიმართავთ, წინასწარ დააზუსტეთ რამდენად ემთხვევა მწარმოებლის საწყობისა და მათი ადმინისტრაციული ოფისის მისამართები ერთმანეთს. შესაძლებელია, მწარმოებლის საწყობი და ოფისი იყოს განთავსებული ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში, რაც ასევე აისახება როგორც ტრანსპორტირების დროზე, ისე ფასზე.
  18. ევროპიდან ტრანსპორტირებამდე, უნდა დააზუსტოთ, აქვს თუ არა მწარმოებელს ლიცენზია, რომელიც მას უფლებამოსილს ხდის აწარმოოს ექსპორტი ევროპის ფარგლებს მიღმა.

ამომწურავი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებს:

https://alagi.ge

https://www.facebook.com/alagilogistics

https://www.linkedin.com/company/alagi-logistics-inc/

https://rb.gy/kv55yg

NS