­საქართველო რუსებისთვის უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ ყველაზე პოპულარული ქვეყნების ხუთეულშია

საქართველო, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი და საბერძნეთი წლის წინასწარი შედეგების მიხედვით უცხოურ უძრავ ქონებაში რუსული ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნების რეიტინგში ლიდერობენ. აღნიშნულ რეიტინგს უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio აქვეყნებს.

„რუსებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულების ხუთეულში შედის თურქეთი (24% მოთხოვნა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (10%), საქართველო (9%), ესპანეთი და საბერძნეთი (8-8%)“, - ნათქვამია კვლევაში.

ტოპ-10 ქვეყანას შორის ასევე მოხვდნენ კვიპროსი, ტაილანდი, მონტენეგრო, საფრანგეთი, ინდონეზია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნის ყველაზე დიდი წილი მოსკოვზე (44,6%), სანკტ-პეტერბურგზე (10%) და კრასნოდარის მხარეზე (4,9%) მოდის.