სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან

სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. ეს სამსახური სრულად გადავა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. აქამდე როგორც იცით სხვადასხვა უწყებაში იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური. შესაბამისად, ამ წესის შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ და სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი იმის მიხედვით. ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო/სამხედრო მომზადება,“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თაია არდოტელი