რუსეთში ქურქების მაღაზიები ასორტიმენტს ამცირებენ - მიზეზი იმპორტირებული ბეწვეულის დეფიციტია

სანქციებისა და დანიაში კოვიდის დროს წაულების მასობრივი განადგურების ფონზე რუსეთში ბეწვის მწარმოებელი კომპანიები ნედლეულის დეფიციტისა და ფასის ზრდის წინაშე დადგნენ. აღნიშნულმა კი უკვე გამოიწვია მაღაზიებში ასორტიმენტის შემცირება, რომლებსაც ისედაც შეუმცირდათ მოთხოვნა ნატურალური ბეწვეულის ქურქებზე.

ნატურალური ბეწვეულის ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კომპანია «Снежная королева» იძულებული გახდა მაღაზიების ქსელი შეემცირებინა, ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ვუგარ ისაევმა განაცხადა. მისი თქმით, ასორტიმენტის კლება შეეხო მაღაზიების 30%-ს - ანუ 38 მაღაზიას 128-დან.

მისივე თქმით, წაულას ბეწვეულის ნაწარმზე ასორტიმენტის შემცირება განპირობებულია პირველ რიგში, დანიაში პანდემიის დროს მეცხოველეობის ფერმებში მათი მასობრივ განადგურებით. შედეგად კი დაფიქსირდა დეფიციტი, რამაც თავის, მხრივ ფასის 50-100%-იანი ზრდა გამოწივია. მეორე მიზეზი კი ბანკების მხრიდან კრედიტებზე დაწესებული მაღალი პროცენტებია და ახალი რეგულაციები, რომლის გამოც აქამდე მოქმედი წესი - პირველადი შენატანის გარეშე და 36-თვიანი განვადების შესაძლებლობა გაუქმებულია.

მისივე თქმით, თუ არ ჩავთვლით წაულას, მაღაზიებში სხვა ტიპის ბეწვეული ხელმისაწვდომია და ამასთან, გაზრდილია მოდელების ასორტიმენტიც.

კოკა კვირკველია