ისრაელის ელჩი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„ლევან უჯმაჯურიძემ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა გააცნო და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის, ისრაელის გამოცდილების, ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ისრაელის გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით ტრენინგების ორგანიზების საკითხზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის (MATC) ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების დირექტორი იუვალ ელაზარი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.