რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები ბუნებრივ აირში

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ (სემეკმა) საჯარო სხდომაზე მიიღო.

ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.

ამასთან, როგორც ცნობილია, ტარიფები იგივე რჩება „თბილისი ენერჯისთვისაც“, თუმცა, საკითხზე კომისია ცოტა მოგვიანებით იმსჯელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში:

  • შპს „თბილისი ენერჯი - 53.972 თეთრი
  • შპს „სოკარ გაზი“ - 56.928 თეთრი
  • სს „საქორგგაზი“ - 56.990 თეთრი
  • შპს „თელავგაზი“ – 58.864 თეთრი
  • შპს „დი-ვი-ესი“ – 51.789 თეთრი
  • შპს „ჩირაღდანი“ - 54.002 თეთრი
ნინი ქეთელაური