ევროკავშირმა ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო

ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამ ზამთრისთვის საკმარისი გაზის მარაგი უზრუნველყო, თუმცა მომავალ წელს შესაძლოა, გაზის დეფიციტის წინაშე დადგეს, თუ რუსეთი კიდევ შეწყვეტს მიწოდებას.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თქმით, ევროკავშირი 2023 წელს შესაძლოა 27 მილიარდი კუბური მეტრის დეფიციტი წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც მედია ევროკავშირის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2021 წელს, ევროგაერთიანების მთლიანი გაზის მოხმარება 412 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის მიწოდება "უსაფრთხოა ამ ზამთრისთვის" და ბლოკი შემდეგი ზამთრისთვის ემზადება.