Reuters: აშშ-მა კიევს 13 მილიონის ენერგომოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღსადგენად საკუთარი მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, პირველ პარტიაში არის 13 მლნ დოლარის ღირებულების დანადგარები, სააგენტოს ცნობითვე, ტვირთი ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზიდან გაიგზავნა.

ეს პარტია გახლავთ ნაწილი იმ 53-მილიონიანი დახმარების პაკეტიდან, რომელიც ამერიკამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ნოემბერში გამოაცხადა. ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის განცხადებით კი, მორიგი დახმარების ორი პარტია კი კიევს ამ კვირაში გაეგზავნება.

ცნობისთვის, აშშ-მა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 53 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა. ვაშინგტონში აღნიშნავდნენ, რომ დახმარების პაკეტში შევიდოდა გამანაწილებელი ტრანსფორმატორები და მსგავსი მოწყობილობები. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, დახმარების ახალი ტრანში გახდებოდა იმ 55-მილიონიანი დახმარების დანამატი, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დახმარებისთვის ექსტერნად გამოყო. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან ვაშინგტონმა კიევს ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად უკვე გამოუყო 145 მლნ დოლარის დახმარება.

კოკა კვირკველია