ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 60 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.440 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.452 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.