მოხვდი 10 იღბლიანს შორის და დაზოგე 51 111 ლარი - საახალწლო შეთავაზება „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“

სამშენებლო კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენს“ მომხმარებლებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. 31 დეკემბრამდე პირველი 10 იღბლიანი ადამიანი ბინის შეძენისას 51 111 ლარის დაზოგვას შეძლებს. აქციის ფარგლებში კვადრატული მეტრის ღირებულება 1250$-ის ნაცვლად 1000$ იქნება.

FIDELIO - ასე ჰქვია შეკვეთილში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის დასრულებამდეც სულ ცოტა დრო დარჩა. ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს.

პროექტი 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, რომელთა მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. რაც მთავარია, „ტოპლაინ კონსტრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი FIDELIO-ს აპარტამენტები უნიკალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. კერძოდ, მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

გარდა ამისა, კომპანიის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

ამ დროისთვის, კომპლექსის A კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, B და C ბლოკების მშენებლობა კი უკვე მიმდინარეობს.

(R)