ილონ მასკმა საქველმოქმედო 5,6 მლრდ დოლარი საკუთარ ორგანიზაციას ჩაურიცხა

კომპანია Tesla-ს 5,7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები ილონ მასკმა უცნობ ორგანიზაციას 2021 წლის ბოლოს შესწირა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნული თანხა ბიზნესმენმა საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციას Musk Foundation-ს გადაურიცხა. ამ ტრანზაქციამ კი ეს ორგანიზაცია ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ფონდად აქცია.

2021 წლის ბოლოსთვის ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა 9,4 მლრდ დოლარის აქტივები. თუმცა, მიუხედავად ამ მოცულობის აქტივებისა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ორგანიზაციამ გასულ წელს მხოლოდ 160 მლნ დოლარი გაიღო ქველმოქმედებაზე. ყველაზე დიდი საჩუქარი იყო 55-მილიონიანი შემოწირულობა მემფისის St Jude Children’s Research საავადმყოფოსთვის, 54 მილიონი კი მასკმა X Prize Foundation-ს შესწირა, რომელიც მუშაობს ნახშირორჟანგის განულების პროექტზე. სხვა მცირე შემოწირულობებს შორის კი იყო: სკოლები და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადახვა ქალაქებიდან.

შეგახსენებთ, ილონ მასკის ქონება Bloomberg Billionaires Index-ის მიერ შეფასებულია 167,6 მლრდ დოლარად.

ცნობისთვის, ამერიკის უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია გახლავთ ბილ გეითსის და მისი მეუღლის მიერ დაფუძნებული ფონდი Bill and Melinda Gates Foundation, რომელიც 55 მლრდ დოლარის აქტივებს ფლობს. ამ ორგანიზაციამ 2021 წელს 6,2 მლრდ დოლარის გრანტი გასცა.

კოკა კვირკველია