დაეკისროს  სანქციები ივანიშვილს და გათავისუფლდეს სააკაშვილი - ევროპარლამენტმა  რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომელსაც მხარი 430 პარლამენტარმა დაუჭირა 52-ის წინააღმდეგ.

რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი სუსტდება, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, გაათავისულოს მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მეორე შესწორებაში საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი "ყოფილ პრემიერ-მინისტრთან" ერთად "ოლიგარქადაცაა" მოხსენიებული.

"კომისია ხაზს უსვამს და პრიორიტეტად სახავს საჭიროებას, აღმოიფხვრას გადაჭარბებული გავლენები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

რეკომენდაციას უწევს, აღმოიფხვრას გადაჭარბებული, განსაკუთრებით კი, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერმინიტრის, ბიძინა ივანიშვილის გავლენები სისტემატური, სტრუქტურული რეფორმებისა და რეგულაციების გზით ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალ სფეროში", - წერია მეორე შესწორებაში.

გარდა ამისა, 24-ე შესწორებაში განმეორებულია მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში საუბარია ევროკომისიის 12 პრიორიტეტზეც, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში შეძლებს ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კახი ჩაკვეტაძე