ოთხი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი “სქილი“ დასაქმების ბაზარზე - რას წერს forbes ახალი კვლევის შედეგებზე

Forbes-ი ახალი კვლევის შედეგებზე წერს, რომელმაც მიმდინარე წელს აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობის უნარები ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადია მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.

“ამ უნარების ქონა, ნიშნავს იმასაც, რომ თქვენ მეტად სასურველი და მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებული იქნებით“, - წერს გამოცემა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომელთა საქმიანობა მოიცავს ავტომატიზაციის უნარების გამოყენებას, გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ.“ - აცხადებს Burning Glass Institute-ის პრეზიდენტი, რომელმაც კვლევა აწარმოა.

რა უნარებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სამუშაოს მაძიებლებმა?

ინსტიტუტის კვლევა, რომელიც 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა, რამდენიმე იდეას გვთავაზობს.

მან გააანალიზა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 228 მილიონი ვაკანსიის მონაცემები, დააჯგუფა თითქმის 30,000 უნარი და ჩამოაყალიბა 444 „კლასტერი“.

შედეგებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა 4 “სქილი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე და ამასთან ერთად, ასეთი უნარების მქონე მუშახელზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.

ესენია:

  • ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარები
  • მანქანათმცოდნეობა
  • პროდუქციის მენეჯმენტი
  • სოციალური მედიის მართვა

წყარო: www.forbes.com

თეონა რამაზაშვილი