ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურმა 50 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურმა 50 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  ურნების დადგმა ქალაქის მასშტაბით უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ასევე მოხდა ძველი სანაგვე ურნების ახლით ჩანაცვლება. მათივე ცნობით, აღნიშნული კონტეინერები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებშიც გადანაწილდება.

უახლოეს მომავალში კი იგეგმება ახალი მცირე ზომის ურნების შემოტანა, რომლებიც ბორჯომის ცენტრალური ქუჩების გასწვრივ და სკვერებში განლაგდება.