Forbes-ის 2022 წლის რეიტინში, ინდონეზიის 50 უმდიდრესი ადამიანიდან, 22-ის ქონება კოლექტიურად 11%-ით გაიზარდა და რეკორდული 180 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რეიტინგის სათავეში, 47,7 მილიარდი დოლარის ქონებით ძმები რ. ბუდი და მაიკლ ჰარტონო პირველ ადგილზე რჩებიან. მათი ქონება წინა წელთან შედარებით 5,1 მილიარდით გაიზარდა.
Forbes-ის თანახმად, ინდონეზიის ეკონომიკა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა.
რეიტინგის სათავეში ძმების: რ. ბუდისა და მაიკლ ჰარტონოს ყოფნა 47,7 მილიარდი დოლარის ქონებით, განაპირობა იმან, რომ ნოემბრის თვეში მათ კომპანია - Global Digital Niaga საფონდო ბირჟაზე წარადგინეს. შვილობილმა კომპანიამ, ელექტრონული კომერციის გიგანტმა Blibli-მ კი 8 ტრილიონი რუპია (510 მილიონი დოლარი) შეაროვა, რაც ქვეყანაში სიდიდით მეორე IPO იყო მიმდინარე წელს.
გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ქვანახშირის მაღალმა ფასებმა ლოუ ტაქ ქნოუნგ მეორე ადგილზე გაიყვანა. მათი მოგება 2022 წელს თითქმის ხუთჯერ, 12,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Bayan Resources-ის აქციების ზრდამ, ქვეყნის მეოთხე უმსხვილესი ქვანახშირის მაღაროელი, წლის ყველაზე მომგებიან ადამიანად აქცია - მისი ქონება გასულ წელთან შედარებით 9,55 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 2021 წელს კი მოგება მხოლოდ 2,55 მილიარდ დოლარს შეადენდა. ლოუ ასევე წარმოდგენილია Forbes Asia-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე.
რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა Sinar Mas კონგლომერატის წევრი - უიჯაჯას ოჯახი. მათი ქონება 2022 წელს 10,8 მილიარდი დოლარი გახდა.
მე-4 ადგილზეა შრი პრაკაშ ლოჰია Indorama Corp-დან, რომელმაც მისი ქონება 7,7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
ხუთეულს ასრულებს ანტონი სალიმი Salim Group-დან, რომლის ქონება ,5 მილიარდ დოლარიდან - 1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ინდონეზიის უმდიდრეს ადამიანთა ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
წყარო: forbes