თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი და სავარაუდოდ, შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა მოითხოვა.

მძარცველმა თანხა წაიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, არსებული ცნობით, შემთხვევის დროს მძარცველს მძევლები არ აუყვანია, არ არიან დაშავებულებიც.