საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით მეორე მთავარი ბროკერ-ლიდერი შეარჩია

საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი CITI შეარჩია.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მას უკვე ორი უმსხვილესი ბროკერ-ლიდერი ჰყავს JP Morgan Chase და CITI.

„ბროკერ-ლიდერების ვალდებულებაში შედის საპენსიო სააგენტოს დავალებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად სავაჭრო ტრანზაქციებს უცხოურ ფინანსურ ბაზრებზე განხორციელება. აქვე, შევახსენებთ ჩვენს მონაწილეებს, რომ 2022 წლის მარტიდან, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვის და გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდების პროცესი დაიწყო. ინფორმაციისთვის, CITI ბანკი დღეისათვის მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 90 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.