"ელიტ ელექტრონიქსში" Lenovo YOGA Tablet 2 Pro უკვე იყიდება

Lenovo-ს რევოლუციური პლანშეტი ინტეგრირებული პროექტორით - Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს შეძენა "ელიტ ელექტრონიქსში" უკვე შესაძლებელია.

"ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციით, ახალი Lenovo YOGA Tablet 2 Pro - პირველი 13-ინჩიანი პლანშეტია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინტეგრირებული პროექტორი ამ ახალი მოდელის მთავარი თავისებურებაა. ახალი პლანშეტი საშუალებას მოგცემთ წამებში გადააქციოთ კედელი 50 ინჩიან ეკრანად, რაც ძალიან მოსახერხებელია ფილმების და სატელევიზიო პროგრამების საყურებლად. ამგვარად Lenovo YOGA Tablet 2 Pro-სთან ერთად სახლის კინოთეატრი მუდამ თქვენს ხელთაა. ამ მოდელს ციფრულ მედია ფაილებთან მუშაობა - იქნება ეს სამუშაო პრეზენტაცია თუ ოჯახურ გარემოში ფილმების ყურება - სრულიად ახალ დონეზე აყავს.

მათივე განმარტებით, პლანშეტის ბატარეა უზრუნველყოფს დატენვის შემდეგ ვიდეო ფაილების ჩვენებას 4 საათამდე დროის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია ორი სრულმეტრაჟიანი ფილმის საყურებლად. ხოლო 8 ვატი სიმძლავრის სრულყოფილი აუდიო სისტემა Dolby® Audio და Wolfson® Master HiFi™ ტექნოლოგიით და ორი დინამიკი (წინა პანელზე დიდი დიფუზორით და უკანა პანელზე - საბვუფერით) უზრუნველყოფს ხმის შეუდარებელ ხარისხს. ამ და სხვა მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამო Lenovo YOGA Tablet 2 Pro არის განსაკუთრებული პლანშეტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

"მობილური მოწყობილობების თანამედროვე მომხმარებელს ხშირად უჩნდება დიდი ზომის ეკრანის მოთხოვნილება. Lenovo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად პერსონალური კომპიუტერების მომხმარებელთა 88% თავიანთ პლანშეტებზე ძალიან დიდი რაოდენობის ციფრულ კონტენტს უშვებენ და მათ ნახევარზე მეტი კვირაში რამდენჯერმე იყენებს პლანშეტს ტვ-ის საყურებლად. კომპანია Lenovo-მ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შექმნა დიდი დიაგონალის ეკრანის მქონე პლანშეტი. ასე დაიბადა 13" Lenovo YOGA Tablet 2 Pro, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ციფრული მულტიმედიური კონტენტის მოყვარულთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი პლანშეტი YOGA აღჭურვილია 2560X1440 რეზოლუციის მქონე Quad HD ეკრანით. Lenovo YOGA Tablet 2 Pro შეიქმნა კომპანია Lenovo-ს მიერ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური მარკეტინგული კვლევის შედეგად. ახალ Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს აქვს ყველაფერი საუკეთესო YOGA tablet-ის წინა თაობისგან - მრავალრეჟიმულობა და დატენვის გარეშე დიდხანს მუშაობა, ასევე დაემატა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ცვლის პლანშეტების შესახებ წარმოდგენას, - ამბობს Mobile Business Group, Lenovo-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეფ მერედიტი", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ახალ პლანშეტს - Lenovo YOGA Tablet 2 Pro -ს აქვს მუშაობის კიდევ ერთი რეჟიმი - "სურათი", რომელიც საშუალებას მოგცემთ სასურველ ადგილას დაკიდოთ პლანშეტი. ეს რეჟიმი დაემატა უკვე არსებულ რეჟიმებს: "წიგნი" - რეჟიმი კომფორტული კითხვისთვის, "კლავიატურა" - მუშაობის რეჟიმი ინტერნეტში მოსახერხებელი ნავიგაციისთვის და რეჟიმი "კონსოლი" ფოტო და ვიდეო ფაილების საყურებლად.

”პლანშეტი აღჭურვილია უამრავი სასარგებლო ფუნქციით, რომლებიც მომხმარებლის ყველაზე მრავალფეროვან მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს, ამასთან პლანშეტი არის ძალიან თხელი და მსუბუქი - 3.7 მმ სისქის მოწყობილობა 950 გრამს იწონის. Lenovo YOGA Tablet 2 Pro-ს აქვს ვერცხლისფერი კორპუსი (Platinum). Lenovo YOGA Tablet 2 Pro მუშაობს მეოთხე თაობის Intel Atom პროცესორის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს პლანშეტის მაღალ წარმადობას. ახალ პროცესორს განსაკუთრებით დააფასებენ ის მომხმარებლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულება. პლანშეტის უკანა პანელზე განთავსებულია მაღალი რეზოლუციის 8 მპ კამერა. მეხსიერება - 32 GB, ამასთან მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 64 GB -მდე მიკრო-SD ბარათების საშუალებით.

"მოწყობილობის ბატარეა ავტონომიურ რეჟიმში 15 საათამდე მუშაობს.

ახალ პლანშეტს გააჩნია პროგრამა Brewster. ეს "გონიერი" პროგრამაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კონტაქტების ერთიან ბაზაზე გააერთიანოთ ელექტრონული ფოსტის რამდენიმე ყუთი და სოციალური ქსელების ექაუნთები. ამასთან, Brewster-ს სხვადასხვა წყაროდან შეუძლია კონტაქტის შესახებ მონაცემთა კონსოლიდირება, შეუძლია წაშალოს განმეორებადი მონაცემები, დაამატოს გამოსახულება, ასევე გადმოგცეთ შემოწმებული საკონტაქტო ინფორმაცია ამა თუ იმ პირის შესახებ", - აცხადებენ "ელიტ ელექტრონიქსში".