რუსეთიდან ფულადი გზავნილები 819,11%-ით გაიზარდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 819,11%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქართველოში გადმორიცხული თანხით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც, ნოემბერში 316,14 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთიდან გადმორიცხვებზე 60,66% მოდის. წლიურ ჭრილში კი რუსეთიდან გადმორიცხვები 819,11%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება გადარიცხვებს, გასულ თვეში საქართველოდან რუსეთში 2,94 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ აშშ დოლარი (85.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ნოემბერის (31.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

თაია არდოტელი