ნოემბერში ევროკავშირში  ახალი ავტომობილების გაყიდვები 16,3%-ით გაიზარდა

ევროკავშირის ტერიტორიაზე გასულ თვეში ახალი ავტომობილების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროპის ავტომობილის მწარმოებელთა ასოციაცია ACEA ავრცელებს ინფორმაციას.

რაც შეეხება გაყიდული ავტომობილების რაოდენობას, მიმდინარე წლის ნოემბერში 829 527 ეგზემპლარი გაიყიდა, მაშინ როცა 2021 წლის ნოემბერში 713 273 იყო.

აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ბაზრის ოთხივე წამყვან ქვეყანაში: გერმანიაში - 31,4%-იანი, იტალიაში - 14,7%-იანი, საფრანგეთსა და ესპანეთში კი შესაბამისად, 9,8%-იანი და 10,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ჯამში მიმდინარე წლის 11 თვეში, ევროკავშირში რეალიზებულია 8,3 მლნ ავტომობილი, რაც 6,1%-ით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება მთლიანად ევროპის მასშტაბს, მხოლოდ ნოემბერში გასულ თვეში რეალიზებულია 1 014 630 ავტომობილი, რაც წლიურ ჭრილში 17,4%-იანი კლებაა. მთლიანად, იანვარ-ნოემბერში კი რეალიზებულია 10,1 მლნ-მდე ავტომობილი, შესაბამისად, კლება 5,8%-ია.

კოკა კვირკველია