რუსეთის მოქალაქე არადეკლარირებული თანხის შემოტანის გამო დააჯარიმეს

მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქე არადეკლარირებული თანხის შემოტანის გამო დააჯარიმეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" მოხდა. "22 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის" ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ, რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა 76 300 ევრო (181304,06 ექვივალენტი ლარში) აღმოაჩინეს. პიროვნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.