ევროკავშირმა მსხვილი კომპანიებისთვის მინიმალური გადასახდელის განაკვეთის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მსხვილი კომპანიებისთვის მინიმალური გადასახდელის განაკვეთის დაწესებაზე, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა, ჩვენ როგორც იქნა, ხორცს შევასხამთ ჩემს გულთან ახლოს მყოფ პროექტს ევროპაში - გლობალურ მინიმალურ გადასახადის დაკისრებას მსხვილი კომპანიებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური საგადასახადო სამართლიანობისთვის,“ - განაცხადა შოლცმა და გაიხსენა, რომ ამაზე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა.

მინიმალური საგადასახადო განაკვეთის შემოღების მიზანია ხელი შეუშალოს კორპორაციული შემოსავლის გადინებას „საგადასახადო ოაზისებში“. საერთაშორისო კომპანიები, რომელთა ბრუნვა წლიურად მინიმუმ 750 მილიონი ევროა, ვალდებული იქნებიან გადაიხადონ გადასახდელის არანაკლებ 15%, იმისგან დამოუკიდებლად, სად არის ის ბაზირებული.

აქამდე 15%-იანი მინიმალური კორპორაციული გადასახდელის დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა უნგრეთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა უკვე მიღებული ჰქონდა დიდ შვიდეულს და მხარდაჭერილი იყო „დიდი ოცეულის“ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ საგადასახდელო წნეხის გაზრდა ნაციონალურ კომპანიებზე, ხელს შეუშლიდა მათ კონკურენტუნარიანობას და მოსპობდა ათასობით სამუშაო ადგილს ქვეყანაში. ამ იდეას სკეპტიკურად უყურებდა პოლონეთიც, რაც ართულებდა მის ამოქმედებას ევროკავშირის ტერიტორიაზე.

კოკა კვირკველია