მსოფლიოში ყავის მოხმარება იზრდება - როგორია მოთხოვნა საქართველოში

ყავის მსოფლიო მოხმარება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანუსია ნოგეირამ განაცხადა.

მსოფლიოს ანალოგიურად იზრდება მოთხოვნა საქართველოშიც, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2022 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყავის იმპორტი 19%-ით, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი 9,2%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს 10 თვეში საქართველოში 6 066 ტონა (22,092 მლნ დოლარი) ყავა შემოვიდა, 2021 წელს - 5 101 ტონა (14,867 მლნ დოლარი), 2019 წელს კი 5 260 ტონა (14,555 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს საქართველომ მოხალული ან მოუხალავა ყავა მსოფლიოს 32 ქვეყანაში იყიდა.

ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი კი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

  • ინდონეზია - 3 143 ტონა (7,697 მლნ დოლარი)
  • ვიეტნამი - 691 ტონა (1,681 მლნ დოლარი)
  • რუსეთი - 506 ტონა (2,713 მლნ დოლარი)
  • გერმანია - 359 ტონა (2,455 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 279 ტონა (962,6 ათასი დოლარი)
  • უგანდა - 240 ტონა (597,6 ათასი დოლარი)
  • იტალია - 212 ტონა (2,428 მლნ დოლარი)
  • შვეიცარია - 158 ტონა (543,5 ათასი დოლარი)