სკოლების ეკოკლუბების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლების ეკოკლუბების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა.

ეკოკლუბების ქსელის შექმნის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწიელობას იღებდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებმაც ეკოკლუბების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმები და საგანმანათლებლო აქტივობები განიხილეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალგაზრდებს ეკოკლუბების შექმნაში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს შესთავაზებს.

ქსელის პრეზენტაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფომის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.

NS