სარეკლამო დამკვეთების გადინების გამო, Twitter-ი ახალ ინვესტორებს ეძებს

კომპანია Twitter-ის ოფისი ახალი ინვესტორების ძიების პროცესშია. ამის მიზეზი კი კომპანიიდან სარეკლამო დამკვეთების გადინება გახდა, - წერს პორტალი Semafor-ი.

ცნობილი ხდება, რომ ოფისის ხელმძღვანელმა, ჯარედ ბიორჩელმა პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა შეიძინონ კომპანიის აქციები - ცალი 54,2 დოლარად. ზუსტად ამდენი გადაიხადა მასკმა ოქტომბერში კომპანიის თითო აქციაში მისი შეძენის დროს, რათა ის კერძო კომპანია გაეხადა.

როგორც Tesla-ს ინვესტორი, როს გერბერი, რომელმაც მანამდე 1 მილიონი დოლარის Twitter-ის აქცია შეიძინა, აცხადებს, მას კვლავ დაუკავშირდნენ კომპანიიდან, რათა კიდევ 1 მილიონი დოლარის აქცია შეიძინოს.

სააგენტო Reuters-ი აზუსტებს, რომ Twitter-ი ამ დროისთვის სარეკლამო დამკვეთების არსებით გადინებას უჩივის, ამის მიზეზი კი მისი ახალი მფლობელის მიდგომებია, რომელიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ამან კი სერიოზული გავლენა მოახდინა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მისი ვალების გასტუმრების შესაძლებლობაზე, რომელიც ახლა 13 მლრდ დოლარია.

კოკა კვირკველია