ავტომობილები, ცინიდი, ოქსიდციანიდები - რას ვყიდით და ვყიდულობთ პირველ აფრიკულ ქვეყანაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა

მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც დამარცხდა, შედეგი მისთვის მაინც დიდი წარმატებაა.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია მაროკოსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობა. მაროკოსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის 10 თვეში, საკმაოდ მცირე 1.2 მლნ აშშ დოლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.3 მლნ აშშ დოლარი. აქედან, მიმდინარე წელს ექსპორტმა 905.9 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 309 ათასი აშშ დოლარი.

გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც საქართველო მაროკოში ყიდის და ყიდულობს.

Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში შემოვიდა:

  • სატვირთო ავტომობილები - 223.1 ათასი აშშ დოლარი
  • სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 25.8 ათასი აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 22.4 ათასი აშშ დოლარი
  • ქაღალდი, მუყაო, ცელულოზის ბამბა და ტილო - 6.8 ათასი აშშ დოლარი
  • საშუალებები თმებისათვის - 6.7 ათასი აშშ დოლარი

Top-5 პროდუქტი, რომელიც 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მაროკოში გავიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 389.8 ათასი აშშ დოლარი
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 226.8 ათასი აშშ დოლარი
  • მანგანუმის ოქსიდები - 176 ათასი აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 96.8 ათასი აშშ დოლარი
  • მცენარეები პარფიუმერიის, ფარმაცევტული და ანალოგიური მიზნებისათვის - 15.6 ათასი აშშ დოლარი
თამარ მუკბანიანი