სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, დღეს, პროექტის, "ბიზნეს ინკუბატორის" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის დირექტორმა, სერგო ნოზაძემ განაცხადა, "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ბიზნესების განვითარებას და მხარდაჭერას.  "ამ მიზნით ორგანიზებული იყო ძალიან გამჭვირვალე მაღალი დონის კონკურსი, რომლის შედეგადაც შეირჩა სამი წარმატებული ჯგუფი, რომლებიც სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით პროდუქტებს შესთავაზებენ მომხმარებლებს, ეს გახლავთ ძირითადად აიტი მიმართულება. ამ პროექტს პარტნიონორობას უწევს სავაჭრო სამრეწველო პალატის აკადემია და სწორედ აკადემიის ჩართულობით რეზიდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ ცოდნა და უნარ-ჩვევები, გაიარონ ტრენინგები, მიიღონ კონსულტაცები, შეექმნათ ყველანაირი პირობა, რომ გახდნენ წარმატებულები", - განაცხადა სერგო ნოზაძემ.

მისივე თქმით, ორთვიანი შესარჩევი კონკურსის დასრულებისა და რამდენიმედღიანი კომისიის სხდომის შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ისარგებლებენ პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სერვისებით და შესაბამისად განახორციელებენ თავიანთ იდეებს. როგორც პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ალექსანდრე ძაგანიშვილმა განაცხადა, მის მიერ წარდგენილი პროექტი მომხმარებელს ტენდერების ელექტრონული სისტემის, გამოცხადების და ტენდერის ყველა ეტაპის წარმართვის საშუალებას აძლევს.

"ბიზნეს ინკუბატორის" პროექტების განხილვა 2014 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდა. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გასვლითი პრეზენტაციები გაიმართა თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში.