პიროტექნიკის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდულობთ „ასაფეთქებლებს“

პიროტექნიკის იმპორტი 4,2-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 5,816 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,370 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს პიროტექნიკა ყველაზე დიდი რაოდენობით შევიძინეთ.

ტოპ-5 ქვეყანა:

  • ბულგარეთი - 2,256 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 1,841 მლნ აშშ დოლარი
  • მონტენეგრო - 1,174 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 520.9 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 16.5 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური