GITA-ს მხარდაჭერით, ტექნოპარკში საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა

GITA-ს მხარდაჭერითა და HRPA Georgia-ს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა საჯარო და კერძო სექტორის 150-მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და GITA-ს ბენეფიციარი სტარტაპები.

„ღონისძიების განმავლობაში დარგის ექსპერტებმა, IT/Tech რეკრუტერმა HR პროფესიონალებმა, მათ შორის, პანელური დისკუსიების ფორმატში, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ტექ. ტალანტების მოძიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები, შესაძლო გამოსავლები, ინდუსტრია 4.0 და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.