პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ

ძველ რომსა და საბერძნეთში არსებობდა პროფესიები, რომლებიც დღეს საჭირო აღარაა. მაგალითად:

ვერცხლის მომპოვებელი

ძველ რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ. რომაელები პატარა ბიჭებს ღრმად ამოთხრილ მიწისქვეშა გვირაბებში უშვებდნენ, სადაც სიცხისა და მომწამვლელი გაზის გამო, 3 თვეზე მეტხანს ვერავინ ძლებდა, მაგრამ რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშებად მონები ჰყავდათ.

სტერკორარიუსი

კანალიზაციის პირველი "პროტოტიპი" ძველ რომში გაჩნდა. სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო, ამიტომ მისი გაწმენდა სტერკორარიუსს ევალებოდა.

ურინატორი

ურინატორის საქმიანობა ერთ-ერთი საპატიო და მაღალანაზღაურებადი იყო. იგი წყალქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე ყვინთავდა და იქ აგებული კონსტრუქციების გამაგრება ევალებოდა. ურინატორს ზარის მსგავსი ჩაჩი ეხურა, წელზე კი ბაგირი ჰქონდა მობმული.

დიდებულის დამტარებელი

ამ პროფესიის ადამიანი კარგად ჩაცმული, სუფთა და მაძღარი უნდა ყოფილიყო. მას ტახტრევანით დიდებულის ტარება ევალებოდა. ეს საკმაოდ რთული საქმიანობა იყო, რადგან დამტარებელს მმართველი მიწაზეც და კიბეზეც გაუტოკებლად უნდა ეტარებინა.

გიმნაზიარქი

ძველ საბერძნეთში ვარჯიში და სპორტული შეჯიბრება განსაკუთრებით ფასობდა. გიმნაზიარქად 30-დან 60 წლამდე მამაკაცს ერთი წლის ვადით ირჩევდნენ. მას სპორტსმენების შერჩევა, გაწვრთნა და შეჯიბრების მოწყობა ევალებოდა. ეს ძალზე პატივსაცემი პროფესია გახლდათ და სხვათა შორის, გიმნაზიარქს ჯოხის ტარების უფლება ჰქონდა, რომლითაც შეეძლო, კანონის დამრღვევი მოქალაქე ეცემა კიდეც.

იხილეთ გაგრძელება