FINA-ს ახალი მობილური აპლიკაცია სავაჭრო ბიზნესს აღრიცხვის პროცესს გაუმარტივებს

ქვეყანაში მიმდინარე ინტენსიური გაციფრულების პროცესების მიუხედავად, ბევრი ბიზნესი აღრიცხვისთვის მაინც ფურცელს და კალამს მიმართავს. ამისთვის საკმაოდ ობიექტურ მიზეზებსაც ასახელებენ - ფიზიკურად, კომპიუტერის ადგილის არქონიდან დაწყებული, ძვირად ღირებულ საბუღალტრო, სასაწყობე თუ გაყიდვების პროგრამებით დამთავრებული.

კომპანია FINA-მ, რომელსაც არაერთი ბიზნესის აღრიცხვისა და მართვის სისტემა ეკუთვნის და უკვე 11 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, შეიმუშავა მარტივი, ინტუიციური ინტერფეისით აღჭურვილი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მობილურიდან ან პლანშეტიდან შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, შეამოწმოთ შემოსული თანხა, აღრიცხოთ მარაგები ან გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები.

მცირე მაღაზიის, საწყობის, ან გადატვირთული ფართის მფლობელებისთვის ნაცნობია ძვირად ღირებული აღრიცხვის სისტემების და POS-ტექნიკის შეძენის დილემა, როცა დიდი ბიზნესისთვის განკუთვნილი რთული ფუნქციები რეალურად არაა საჭირო და კომპიუტერისთვის ადგილის გამონახვაც პრობლემაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიქმნა აპლიკაცია, FINA24 ვაჭრობა Basic ქლაუდი, რომლიც სიახლეა ქართულ ბაზარზე და ანალოგი არ გააჩნია.

პროგრამა შეგიძლიათ იქირავოთ თვეში 40 ლარიდან. თავსებადია როგორც android-ის, ასევე ios და windows ოპერაციულ სისტემებთან. ინსტალაციას არ სჭირდება დამატებითი ხარჯი, ან ტექნიკური დახმარება. ქლაუდ ტექნოლოგიების მეშვეობით, სერვერზე შენახული თქვენი მონაცემები დაცული და ხელმისაწვდომია 24/7-ზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ირთვება offline რეჟიმი, მონაცემები ინახება და კავშირის აღდგენის მერე იტვირთება სერვერზე სამუშაო პროცესის შეფერხების გარეშე, რასაც „ჭკვიანი სინქრონიზაციის“ ფუნქცია ავტომატურად უზრუნველყოფს.

მენეჯერული მართვის განხორციელება შესაძლებელია ვებ ინტერფეისის საშუალებით, კერძოდ, შესყიდვების და სხვა სასაქონლო ოპერაციების განხორციელება, RS-თან ინტეგრაცია, სტატისტიკის და ანალიტიკური მონაცემების კონტროლი. მობილური ტელეფონის გარდა შესაძლებელია გამოყენებული იქნას პლანშეტი, ან ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა.

ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, FINA-ში მიაჩნიათ რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი უნიკალურია ხარჯების და მართვის პროცესების ოპტიმიზაციის კუთხით და ფართო გავრცელებას პოვებს ბაზარზე, რაც რეალურად დაეხმარება სავაჭრო ბიზნესების მფლობელებს.

(R)