ილონ მასკი - დავტოვებ „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ დაიკავოს ეს პოსტი

ილონ მასკის განცხადებით, „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს, როგორც კი მისი შემცვლელი გამოჩნდება.

„დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ დაიკავოს ეს პოსტი! ამის შემდეგ მე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდებს ვუხელმძღვანელებ“, - წერს მასკი.

მანამდე, ელონ მასკმა განაცხადა, რომ დაემორჩილებოდა „ტვიტერის“ გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმადაც, მის გადადგომას მხარი მომხმარებელთა 57.5%-მა დაუჭირა.

ცნობისათვის, ილონ მასკმა, მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სოციალური მედიის საიტი შეიძინა, სამსახურიდან თანამშრომლების დაახლოებით, ნახევარი გაათავისუფლა.