3-6 იანვარს უქმე დღეები გამოცხადდა - ვის არ შეეხება დასვენება

2023 წლის 3-6 იანვარს უქმე დღეები გამოცხადდა. ამის შესახებ "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, დასვენების დღეები შეეხებათ ადმინისტრაციულ ორგანოებში ყველა დასაქმებულს.

ამასთან, "ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება აღნიშნული დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ასევე აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ დადგენილება არ შეეხება ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობას.