„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ბიუჯეტი იზრდება

სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, 2023 წელს, „მოსავლის ამღები ­სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით იზრდება და 7 მლნ ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოსავლის ამღები ძვირადღირებული ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვაც.

„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი.