გიორგი კვირიკაშვილი: ლარის გამყარება შესაძლებელია

ლარის გამყარება შესაძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება. "რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ლარი გამყარდეს - ეს შესაძლებელია. თან ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებებს. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. რაც მთავარია, ჩვენ ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.