გიორგი გახარია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ებრაელი ინვესტორების - მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრივ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საგადასახადო შემოწმება, რატომ გაჭიანურდა დროში და ვეცდებით ყველანაირად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი რეკომენდაციებით დავუმტკიცოთ შემოსავლების სამსახურს, რომ საკითხი სწრაფად არის გადასაწყვეტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.