საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას საკვები ხარჯების 10%-ს დაუფინანსებს

საბერძნეთის ხელისუფლება გეგმავს, 2023 წლის თებერვლიდან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას საკვები ღირებულების 10% საბიუჯეტო სუბსიდიებით დაუფაროს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისმა დააანონსა, რასაც სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

ინიციატივის მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას საკვებზე ხარჯების შემსუბუქებაში ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. მხარდაჭერის ეს ზომა ჭარბი მოგების გადასახადიდან დაფინანსდება, რომელსაც ორი ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იხდის.

პრემიერმა დააზუსტა, რომ ბიუჯეტიდან ამ პროგრამის ხარჯებისთვის 650 მლნ ევრო გამოიყოფა. მიცოტაკისის მონაცემებით, სუბსიდია ოჯახების 85%-ზე, ანუ საბერძნეთის, დაახლოებით, 8,4 მილიონ ადამიანზე არის გათვლილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ