თურქეთი 2023 წელს შრომის მინიმალურ ანაზღაურებას 55%-ით ზრდის

თურქეთში შრომის მინიმალური ანაზღაურება 2023 წელს 55%-ით, 8,5 ათას ლირამდე გაიზრდება (455 დოლარი) - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

Bloomberg-ის ცნობით, თურქეთში მიმდინარე წელს შრომის მინიმალური ანაზღაურება 50,5%-ით გაიზარდა.

თურქეთის შრომის მინისტრის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი ოფიციალურად იღებს მინიმალურ ხელფასს.

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2022 წელს მოსალოდნელია 65%-ის ფარგლებში, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 25 წლის განმავლობაში. მსოფლიო სავალუტო ფონდის ცნობით, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მომავალ წელს კი ეს ტემპი 22%-მდე შემცირდება.

ამასთან, თურქული ოჯახებისთვის დამატებითი წნეხი იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც წელს დოლართან მიმართებით 29%-ით არის დაცემული.

კოკა კვირკველია