სად ვყიდულობთ ნაძვის ხის ილუმინაციებს, რომლის იმპორტიც ბოლო 13 წლის მაქსიმუმზეა

ნაძვის ხის სანათი ილუმინაციების იმპორტის მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 1,522 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც 13-წლიან პერიოდში მაქსიმუმია. შარშან იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 804.3 ათასი აშშ დოლარის ნაძვის ხის სანათი მოწყობილობები შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 754 ათასი აშშ დოლარის, 2019 წლის 11 თვეში - 825.4 ათასი აშშ დოლარის და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს საქართველომ ნაძვის ხის მნათი მოწყობილობის იმპორტი განახორციელა.

ტოპ-5 ქვეყანა:

  • ჩინეთი - 1,261 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 106.4 ათასი აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 72.5 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 41.8 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 14.9 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, შედარებით მცირე რაოდენობით, მნათი ილუმინაციების იმპორტი ასევე განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:

ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, სომხეთი, გერმანია, დანია, აშშ, ბელგია, უკრაინა, შვედეთი.

ნინი ქეთელაური