რომელი ბანკები იხდიან ყველაზე მეტ მოგების გადასახადს საქართველოში

2023 წლიდან კომერციულ ბანკებთან ერთად მოგების გადასახადი 20%-მდე გაეზრდებათ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს.

ქართული ბანკების მოგება ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება. სწორედ ეს დაასახელა პრემიერმა საბანკო სექტორისთვის გადასახადის ზრდის მიზეზად. მისი თქმით, დაუშვებელია, ბანკებს ამხელა მოგება ჰქონდეთ.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 14 კომერციული ბანკის მიერ 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით გადახდილი მოგების გადასახადის მონაცემებს კომერციული ბანკების ანგარიშგებებზე დაყრდნობით.

კომერციული ბანკების ჩამონათვალი და მათ მიერ გადახდილი გადასახადი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საქართველოს ბანკი - 113 მლნ;
  • თბს ბანკი - 109.7 მლნ;
  • პროკრედიტ ბანკი - 5.3 მლნ;
  • ბაზის ბანკი - 4.5 მლნ;
  • ქართუ ბანკი - 3.6 მლნ;
  • კრედო ბანკი - 3.2 მლნ;
  • ლიბერთი - 3.2 მლნ;
  • იშბანკი - 2.3 მლნ;
  • ხალიკ ბანკი - 924 ათასი.

დანარჩენი 5 ბანკიდან, 4-ის (ტერა, სილ, პაშა და ზირაათ ბანკები) ანგარიშგებაში მოგების გადასახადის გრაფაში 0 ფიქსირდება, ვითიბი ბანკს კი, რომელიც დასავლეთის სანქციების სიაშია, 47 827 ლარის დავალიანება აქვს. ცნობისთვის, საქართველოში ვითიბი ბანკის საცალო აქტივები ჯერ კიდევ თებერვალში გაიყიდა და ის ბაზისბანკმა იყიდა, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტები და სასესხო პორტფელი კი ლიბერთი ბანკმა გადაიბარა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადის რაოდენობა 245.6 მილიონს აღემატება.

რაც შეეხება ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელს, მესამე კვარტალში ჩამოთვლილი 14 ბანკიდან 11-ის (სილქ, პაშა და ვითიბი ბანკების გამოკლებით) მოგებამ 1.617 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, სილქ ბანკი, პაშა ბანკი და ვითიბი ბანკი კი არიან ზარალზე, რომლის ოდენობამაც 85.8 მლნ ლარზე მეტია.

კახი ჩაკვეტაძე