ხორცპროდუქტების რამდენიმე იმპორტიორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობის ზიანისთვის ხორცპროდუქტების იმპორტიორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. "დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ურთიერთდამოკიდებული, რამდენიმე კომპანიის სახელით, 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას. საერთო ჯამში, ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 925 442 ლარის ზიანი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათი ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.