რომელია მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ბაზრობა - Planet Cruise-ის ტოპ 10-ეული

ტურისტულმა პორტალმა, Planet Cruise-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ევროპუსლი“ ავრცელებს.

ტოპ 10-ეულში ევროპიდან ექვსი საშობაო ბაზრობა მოხვდა. 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ბაზრობად ნიუ-იორკის Bryant Park Winter Village დასახელდა, ხოლო საუკეთესო ევროპულ საახალწლო ბაზრობად ლონდონის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ აღიარეს. ათეულში, ასევე, გერმანიისა და პოლონეთის ბაზრობები შევიდნენ.

მსოფლიოს საშობაო ბაზრობების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Bryant Park Winter Village (ნიუ-იორკი, აშშ)
  • ჰაიდ პარკის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ (ლონდონი, ინგლისი)
  • ტორონტოს საშობაო ბაზრობა (კანადა)
  • Spruce Meadows Christmas Market (კალიფორნია, აშშ)
  • იორკის საშობაო ბაზრობა (ინგლისი)
  • საახალწლო ბაზრობა Union Square-ზე (ნიუ-იორკში, აშშ)
  • საშობაო ბაზრობა ფრანკფურტში (გერმანია)
  • საშობაო ბაზრობა დრეზდენში (გერმანია)
  • ვროცლავის საშობაო ბაზრობა (პოლონეთი)
  • კრაკოვის საშობაო ბაზრობა (პოლონეთი)

საშობაო ბაზრობების გამართვის ტრადიცია ფრანკფურტში, 1393 წელს დაიწყო. რემერბერგის მოედანზე ყოველწლიურად თეატრალური წარმოდგენები იდგმება და ტრადიციულ კერძებს ჰყიდიან. საშობაო ბაზრობაზე, ასევე, შოუპროგრამა იმართება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ