2023 წლის საინვესტიციო პერსპექტივები: არასტაბილურობის კიდევ ერთი წელი - Galt & Taggart

­2022-მა წელმა ინვესტორებს ბევრი განსაცდელი მოუტანა: პოსტპანდემიური სამყარო რუსეთ-უკრაინის ომის, ჩინეთის ეკონომიკური გაყინვისა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეწყვეტის წინაშე დგას, რის გამოც ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა და მცირდება ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. შესაბამის მიმოხილვას Galt & Taggart-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგრესიულმა მონეტარულმა გამკაცრებამ, გამოიწვია კაპიტალის ბაზრების ბრძოლა, სადაც აქციები და ფიქსირებული შემოსავალი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.

„ფინანსური ბაზრების საერთო პოზიტიური პროგნოზების მიუხედავად, 2023 წელი მოსალოდნელია სავსე იყოს არასტაბილურობით, რადგან 2022 წლიდან ფუნდამენტური გამოწვევები ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი”, - წერია მიმოხილვაში.

„იმისათვის, რომ ინვესტორებს ეფექტურად მანევრირებაში დავეხმაროთ, ჩვენ გავაერთიანეთ 2023 წლის კაპიტალის ბაზრის პერსპექტივები ზოგიერთ წამყვან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან, როგორიცაა JPMorgan, Goldman Sachs, Merrill Lynch და Bank of America“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ეკა დარჩიაშვილი