რუსეთის მიერ მიწოდების შემცირებით მუქარის შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა

მოსკოვში ნავთობის მიწოდების შეწყვეტით კვლავ იმუქრებიან მას შემდეგ, რაც G7-მა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესა. კრემლში ამას საპასუხო ქმედებად თვლიან.

განცხადების შემდეგ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა, დაახლოებით, 3 დოლარით მოიმატა და ამჟამად 1 ბარელი Bent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 83.9 დოლარი ღირს, 1 ბარელი WTI კი 79.3 დოლარი.

ცნობისთვის, 2023 წლიდან რუსეთმა მიწოდება შესაძლოა 5%-დან 7%-მდე შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას RIA-ს ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს და ციტირებს ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკს.

მოსალოდნელია, რომ დეკემბერში რუსეთის ბალტიკური ნავთობის ექსპორტი დეკემბერში 20%-ით დაეცემა, რაც სანქციების პირდაპირი შედეგია.

კახი ჩაკვეტაძე