წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებაზე შესაბამისი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ მშენებარე კომპანია შპს „მშენებელი 80“-ს შორის გაფორმდა.

„სოფელ ფარცხანაყანევისა და მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის ნაწილი რეაბილიტირებულია. დარჩენილი ნაწილი კი, საჭიროებს ახალი სისტემის მოწყობას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება და შედეგად ორი სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 23 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.