Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7013 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7013 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6936 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 23 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6883 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია.