კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებით მომდევნო წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებით მომდევნო წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მისი თქმით, საკითხი უნდა დარეგულირდეს.

"ძალიან ბევრი დაზიანებები ხდება, განსაკუთრებით პატარებში და რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომდევნო წლისთვის მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კალაძემ.