დავით ნარმანია: 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 15 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე ავარიული კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა, ვინაიდან გაზაფხულის დადგომასთან ერთად ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.  "მიმდინარე ეტაპზე 32 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 15 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. ხოლო სამ სართულამდე ავარიული სახლების გამაგრებას რაიონული გამგეობები ახორციელებენ, ამიტომ ასეთი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობების მხრიდან საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა ნარმანიამ.